Microsoft Gaming
|
ოფოციალური ლოგო | |
|
| |
| ტიპი | განყოფილება |
|---|---|
| დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
| დაფუძნდა |
18 იანვარი, 2022 რიჩმონდი, ვაშინგტონი, აშშ |
| დამაარსებელი | ფილ სპენსერი |
| პროდუქცია | Xbox |
| სერვისები | |
| შემოსავალი |
|
| მფლობელი | Microsoft |
| თანამშრომელი | 20,100 (2024) |
| შვილობილ(ებ)ი |
Xbox Game Studios ZeniMax Media Activision Blizzard |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
Microsoft Gaming — ამერიკული მრავალეროვნული ვიდეო თამაშებისა და ციფრული გასართობების მწარმოებელი კომპანია, რომელიც Microsoft-ის ფლობელობაშია. მდებარეობს რედმონდში, ვაშინგტონის შტატში. დაარსდა 2022 წელს. მასში შედის ხუთი დეველოპერული და გამომცემელი კომპანია: Xbox Game Studios, Bethesda Softworks (ZeniMax Media-ის გამომცემელი), Activision, Blizzard Entertainment და King (ეს უკანასკნელი სამი Activision Blizzard-ის გამომცემლები არიან).[2] Microsoft Gaming აწარმოებს Xbox-ის ვიდეო თამაშების კონსოლებსა და სერვისებს, აკონტროლებს წარმოებასა და გაყიდვებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ფილ სპენსერი, რომელიც Xbox-ს 2014 წლიდან ზედამხედველობს.
2022 წლამდე Microsoft-ს გააჩნდა ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული პროდუქტის რამდენიმე სხვადასხვა ხაზი, მათ შორის Xbox-ის აპარატურა, Xbox-ის ოპერაციები და თამაშების დეველოპერული სტუდიები. Microsoft Gaming, დაფუძნდა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა Activision Blizzard-ის შეძენის შესახებ განაცხადა, რათა ყველა სათამაშო ჯგუფი ერთიან სტრუქტურაში მოექცია. 2023 წელს Activision Blizzard-ის შეძენით Microsoft-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი პოზიციები და გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი გეიმინგ კომპანია – შემოსავლებით მესამე და დასაქმების მხრივ უდიდესი.[3][4] კომპანიას 500 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მოთამაშე ჰყავს ყველა სათამაშო პლატფორმაზე.[5]
იგი ფლობს პოპულარულ და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მედიაფრენჩაიზების ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ შორის — „Call of Duty“, „Candy Crush“, „Warcraft“, „Halo“, „Diablo“, „Gears of War“, „StarCraft“, „Wolfenstein“, „Minecraft“, „The Elder Scrolls“ და ა.შ.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Microsoft Gaming“ ვიკისაწყობში.- Xbox-ის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Microsoft Gaming Q4. Game World Observer (31 ივლისი, 2024). ციტირების თარიღი: 11 ინისი, 20225
- ↑ Kerr, Chris. (2023-10-13) Activision Blizzard joins Xbox Game Studios following Microsoft merger en. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 25, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-14
- ↑ Vlessing, Etan. (2023-10-24) Xbox Sales Drop But Microsoft's Gaming Division Grows in Revenue en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-14
- ↑ Taylor, Mollie (2022-01-18). „Microsoft to acquire Activision Blizzard for $68.7 billion“. PC Gamer (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-14.
- ↑ Microsoft Gaming Marks 500 Million Monthly Players, Notes Fallout TV Show's Impact On Game Pass en-US. ციტირების თარიღი: 2024-12-27
- ↑ Good, Owen S.. (2022-01-18) Here's everything Microsoft owns after the Activision Blizzard deal en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2023. ციტირების თარიღი: 2023-11-30