ChatGPT
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
| ChatGPT | |
|---|---|
ChatGPT-ის ლოგო | |
| მწარმოებელი | OpenAI |
| გამოვიდა | 30 ნოემბერი, 2022 |
| პლატფორმა | Cloud Computing პლატფორმები |
| ლიცენზია | Proprietary service |
| საიტი | chatgpt.com |
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტი, რომელიც შექმნა OpenAI-მ და პირველად ამოქმედდა 2022 წლის 30 ნოემბერს. დიდი ენობრივი მოდელების (LLM) საფუძველზე, ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დახვეწონ და საუბარი წარმართონ სასურველი დროით სხვადასხვა ფორმატში, ენაზე და სტილში. მომხმარებლის თანმიმდევრული მოთხოვნა და პასუხები განიხილება საუბრის თითოეულ ეტაპზე, როგორც კონტექსტში.[1]
ChatGPT-ის უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ბუმის დაწყება, რამაც გამოიწვია სწრაფი ინვესტიციები და საზოგადოების ყურადღება ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში.[2] 2023 წლის იანვრისთვის ის გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო პროგრამული აპლიკაცია ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი და წვლილი შეიტანა OpenAI-ის ამჟამინდელი 300 მილიარდი დოლარის ღირებულებით ზრდაში.[3][4] ChatGPT-ის გამოშვებამ გამოიწვია კონკურენტი პროდუქტების გამოშვება, მათ შორის: Gemini, Claude, Llama, Ernie და Grok.[5] Microsoft-მა გამოუშვა Copilot, თავდაპირველად OpenAI-ის GPT-4-ზე დაფუძნებული. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა პარტნიორობა Apple Inc.-სა და OpenAI-ს შორის, სადაც ChatGPT ინტეგრირებულია Apple-ის ოპერაციული სისტემების Apple Intelligence-ის ფუნქციაში.[6] ბევრმა გააკრიტიკა ეს პროექტი, რადგან მათი აზრით ის ჩაანაცვლებდა ადამიანს ან გაზრდიდა დეზინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით.[7]
ჩატბოტი ასევე გააკრიტიკეს მისი შეზღუდვებისა და არაეთიკური გამოყენების პოტენციალის გამო.[8] მას შეუძლია დამაჯერებლი ჟღერადობის, მაგრამ არასწორი ან აბსურდული პასუხების გენერირება, რაც ჰალუცინაციების სახელითაა ცნობილი. ჩატბოტს შეუძლია ხელი შეუწყოს აკადემიურ არაკეთილსინდისიერებას, წარმოქმნას დეზინფორმაცია და შექმნას მავნე კოდები. მისი განვითარების ეთიკამ, განსაკუთრებით საავტორო უფლებებით დაცული მასალების სასწავლო მონაცემებად გამოყენებამ, ასევე გამოიწვია კამათი.
ტრენინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ChatGPT ეფუძნება GPT-ის კონკრეტულ მოდელებს, კერძოდ, GPT-4, GPT-4o და GPT-4o mini, რომლებიც კარგად იყო შექმნილი სასაუბროდ გამოსაყენებლად.[9] დახვეწის პროცესი მოიცავდა ზედამხედველობით სწავლებას და ადამიანური უკუკავშირის გამოყენებით განმტკიცებულ სწავლებას (RLHF).[10][11] ორივე მიდგომამ ხელი შეუწყო ტრენერებს მოდელის გასაუმჯობესებლად. ზედამხედველობითი სწავლების შემთხვევაში, ტრენერები მოქმედებდნენ ორივე მხარეს: მომხმარებელი და AI ასისტენტი. განმტკიცების სწავლის ეტაპზე, ადამიანმა ტრენერებმა პირველად დაასახელეს პასუხები, რომელიც პროტოტიპმა შექმნა წინა საუბარში.[12] ეს კვლევები გამოიყენეს შემდგომში გამოშვებული მოდელების გასაუმჯობესებლად.[13]
ჟურნალ Time-მა გამოავლინა, რომ მავნე კონტენტისგან (მაგ., სექსუალური ძალადობა, ძალადობა, რასიზმი, სექსიზმი) უსაფრთხოების სისტემის ასაშენებლად, OpenAI-მ გამოიყენა აუთსორსინგის კენიელი მუშები, რომლებიც საათში 2 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებდნენ მავნე შინაარსის ინფორმაციის მარკირებისთვის. ეს იარლიყები გამოიყენებოდა სამომავლო მოდელის მოსამზადებლად, რათა გამოევლინებინათ ასეთი შინაარსის კონტენტი. აუთსორსინგის მუშები ექვემდებარებოდნენ „ტოქსიკურ“ და ტრავმულ შინაარსს; ერთმა თანამშრომელმა დავალებას „წამება“ უწოდა. OpenAI-ის აუთსორსინგის პარტნიორი იყო ტრენინგ-მონაცემთა კომპანია, Sama, რომელიც დაფუძნებულია კალიფორნიის ქალაქ, სან-ფრანცისკოში.[14][15]
ChatGPT თავდაპირველად იყენებდა Microsoft Azure სუპერკომპიუტერულ ინფრასტრუქტურას, რომელიც აღჭურვილი იყო Nvidia GPU-ებით, რომლებიც მაიკროსოფტმა შექმნა სპეციალურად OpenAI-სთვის და გავრცელებული ინფორმაციით, დაჯდა "ასობით მილიონი დოლარი". ChatGPT-ის წარმატების შემდეგ, Microsoft-მა 2023 წელს რადიკალურად განაახლა OpenAI-ის ინფრასტრუქტურა.[16] კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები, ვარაუდობენ, რომ ChatGPT-ის ერთი მოქმედების შესასრულებლად სჭირდება დაახლოებით 500 მილილიტრი წყალი Microsoft-ის სერვერების გაგრილებისთვის.[17] 2023 წელს, TrendForce-ის ბაზრის კვლევის შეფასებით, 30,000 Nvidia GPU (თითოეული დაახლოებით $10,000–15,000 ღირს) გამოიყენებოდა ChatGPT-ის გასაძლიერებლად.[18][19]
ChatGPT-ის ტრენინგის მონაცემები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს გვერდებს, ინფორმაციას ინტერნეტ ფენომენების შესახებ, როგორებიცაა ბიულეტენი დაფის სისტემები, პროგრამირების მრავალი ენა და ვიკიპედიის ტექსტი.[20][21][22]
მახასიათებლები და შეზღუდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ჩეთბოტის ძირითადი ფუნქციაა ადამიანის მიბაძვა, ChatGPT მრავალმხრივია. მას შეუძლია კომპიუტერული პროგრამების დაწერა და გამართვა;[23] შექმნას მუსიკა, ფოტო, ვიდეო, ტელეთამაშები, ზღაპრები და მოსწავლეთა ესეები; პასუხის გაცემა ტესტის კითხვებზე (ხანდახან ტესტიდან გამომდინარე საშუალოზე მაღალ ქულებსაც იღებს);[24] ბიზნეს იდეების გენერირება;[25] პოეზიის და სიმღერის ტექსტების დაწერა;[26] ტექსტის თარგმნა და შეჯამება; მთლიანი ოთახის სიმულაცია; ისეთი თამაშის თამაში როგორიცაა tic-tac-toe.[27]
თავის წინამორბედთან, InstructGPT-თან შედარებით, ChatGPT ცდილობს შეამციროს არასწორი პასუხები.[28] ChatGPT-ის შეუძლია დაიმახსოვროს წინა საუბრიდან შეზღუდული რაოდენობის ფაქტები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თერაპევტად გამოიყენო.[29] ChatGPT-ში შეურაცხმყოფელი და არაცენზურული მოთხოვნები იფილტრება OpenAI "Moderation endpoint" API-ის (GPT-ზე დაფუძნებული ცალკე AI) მეშვეობით.[30]
შეზღუდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]OpenAI აღიარებს, რომ ChatGPT „ზოგჯერ წერს დამაჯერებელ, მაგრამ არასწორ ან უაზრო პასუხებს“.[31] ეს პრობლემა საერთოა დიდი ენობრივი მოდელებისთვის და მას "ჰალუცინაციას" უწოდებენ.[32]
2025 წლის მაისის მონაცემებით, GPT-4o-ს აქვს მეხსიერება 2024 წლის ივნისამდემომხდარი მოვლენების შესახებ, თუმცა უკვე გააჩნია ძებნის უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს ChatGPT-ს, მოძებნოს ინტერნეტში რეალურ დროში მონაცემები.[33]
ტრენინგის მონაცემებს აქვს ალგორითმული მიკერძოების პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ChatGPT პასუხობს მოთხოვნებს, მათ შორის ადამიანების აღწერებს. ერთხელ, ChatGPT-მ შექმნა რეპი, რომელშიც ქალები და ფერადკანიანი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ჩამორჩებოდნენ თეთრკანიან მამაკაც მეცნიერებს.[34][35]
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს ნიკ კეივის სტილში დაწერილი სიმღერა გაუგზავნეს,[36] კეივმა The Red Hand Files-ში უპასუხა[37] და თქვა რომ ახალი სიმღერის დაწერა ადამიანურობას მოითხოვს. მან განაგრძო: „მსოფლიოში არსებული მთელი სიყვარულითა და პატივისცემით, ეს სიმღერა სისულელეა, ადამიანობის გროტესკული დაცინვა და, რა თქმა უნდა, დიდად არ მომწონს“.[38]
2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, GPT-4-მა ტორენსის შემოქმედებითი აზროვნების ტესტებში ადამიანების 99%-ზე უკეთესი ქულა მიიღო.[39] 2023 წლის დეკემბერში ChatGPT გახდა პირველი არაადამიანური არსება, რომელიც შევიდა Nature's 10-ში, ყოველწლიურ სიაში, რომელიც Nature-ის მიერ არის კურირებული იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მეცნიერებზე დიდი გავლენა მოახდინეს.[40] სელესტ ბივერმა Nature-ის სტატიაში დაწერა, რომ „ChatGPT-მ ტურინგის ტესტი ჩაჭრა“.[41] სტენფორდის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ GPT-4 „აბარებს მკაცრ ტიურინგის ტესტს, გადაუხვევს საშუალო ადამიანის ქცევისგან, ძირითადად, უფრო თანამშრომლობითი ხასიათის გამო“.[42]
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წელს ავსტრალიელმა პარლამენტის წევრმა ჯულიან ჰილმა ეროვნულ პარლამენტს აცნობა, რომ ხელოვნური ინტელექტის ზრდამ შეიძლება „მასობრივი განადგურება“. თავის გამოსვლაში, რომელიც ნაწილობრივ პროგრამის მიერ იყო დაწერილი, მან გააფრთხილა პარლამენტის წევრები, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თაღლითობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა, დისკრიმინაცია, დეზინფორმაცია და უკონტროლო სამხედრო გამოყენება.[43]
კონსერვატორი კომენტატორები ChatGPT-ს მემარცხენე პერსპექტივებისკენ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.[44][45] ჟურნალ „Public Choice“-ში 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა „მნიშვნელოვანი და სისტემატური პოლიტიკური მიკერძოება აშშ-ში დემოკრატების, ბრაზილიაში ლულას და დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის მიმართ“.[46] კონსერვატორი ექსპერტების ბრალდებების საპასუხოდ, რომ ChatGPT გააქტიურდა, OpenAI-მ 2023 წელს განაცხადა, რომ გეგმავს ChatGPT-ის განახლებას, რათა წარმოქმნას „ისეთი შედეგები, რომლებსაც სხვა ადამიანები (მათ შორის ჩვენც) შეიძლება კატეგორიულად არ დავეთანხმოთ“. ChatGPT-მა ასევე წარმოადგინა მონახაზი, თუ როგორ ამზადებენ ადამიანი მიმომხილველები შეუსაბამო კონტენტის შესამცირებლად და პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდების მცდელობისთვის რაიმე პოლიტიკურ პოზიციასთან კავშირების გარეშე.[47]
2026 წლის თებერვალში Reddit-ზე გაჩნდა მოძრაობა სახელწოდებით QuitGPT, რომელიც აკრიტიკებდა OpenAI-ის კავშირებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, როგორიცაა OpenAI-ის პრეზიდენტის, გრეგ ბროკმანისა და მისი მეუღლის მიერ 2025 წელს Trump Super PAC-ისთვის 25 მილიონი დოლარის შემოწირულობა.[48][49][50][51]
საავტორო უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020-იან წლებში ღრმა სწავლებაზე დაფუძნებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწრაფმა განვითარებამ კითხვები გააჩინა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ნამუშევრების საავტორო უფლებების სტატუსთან დაკავშირებით და იმის შესახებ, ხდება თუ არა საავტორო უფლებების დარღვევა ასეთი ნამუშევრების მომზადების ან გამოყენების დროს. ეს მოიცავს ტექსტიდან გამოსახულებაზე გარდაქმნის მოდელებს, როგორიცაა Stable Diffusion და დიდი ენობრივი მოდელები, როგორიცაა ChatGPT. 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომლებიც აპროტესტებდნენ საავტორო უფლებებით დაცული მონაცემების გამოყენებას ხელოვნური ინტელექტის მოდელების წვრთნისთვის, მოპასუხ���ები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს სამართლიანი გამოყენების ფარგლებში ხვდება.[52]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biswas, Som (April 1, 2023). "ChatGPT and the Future of Medical Writing". Radiology. 307 (2): e223312. doi:10.1148/radiol.223312. ISSN 0033-8419. PMID 36728748. S2CID 256501098.
- Liebrenz, Michael; Schleifer, Roman; Buadze, Anna; Bhugra, Dinesh; Smith, Alexander (February 2023). "Generating scholarly content with ChatGPT: ethical challenges for medical publishing". The Lancet Digital Health. 5 (3): e105–e106. doi:10.1016/s2589-7500(23)00019-5. ISSN 2589-7500. PMID 36754725. S2CID 256655912.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ What is AI chatbot phenomenon ChatGPT and could it replace humans?
- ↑ Inside the A.I. Arms Race That Changed Silicon Valley Forever
- ↑ OpenAI valued at $300 billion
- ↑ OpenAI Completes Deal That Values the Company at $300 Billion
- ↑ What’s the next word in large language models?
- ↑ Apple Intelligence: every new AI feature coming to the iPhone and Mac
- ↑ What is ChatGPT and why does it matter? Here's what you need to know
- ↑ I wanted ChatGPT to help me. So why did it advise me how to kill myself?
- ↑ "OpenAI API"
- ↑ Introducing ChatGPT
- ↑ ChatGPT: Understanding the ChatGPT AI Chatbot
- ↑ "The inside story of how ChatGPT was built from the people who made it"
- ↑ Introducing ChatGPT
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Exclusive: OpenAI Used Kenyan Workers on Less Than $2 Per Hour to Make ChatGPT Less Toxic. ციტირების თარიღი: 2024-07-21
- ↑ It’s destroyed me completely’: Kenyan moderators decry toll of training of AI models
- ↑ Microsoft spent hundreds of millions of dollars on a ChatGPT supercomputer
- ↑ Artificial intelligence technology behind ChatGPT was built in Iowa — with a lot of water
- ↑ TrendForce Says with Cloud Companies Initiating AI Arms Race, GPU Demand from ChatGPT Could Reach 30,000 Chips as It Readies for Commercialization
- ↑ ChatGPT Will Command More Than 30,000 Nvidia GPUs: Report
- ↑ No Linux? No problem. Just get AI to hallucinate it for you
- ↑ Opinion Paper: “So what if ChatGPT wrote it?” Multidisciplinary perspectives on opportunities, challenges and implications of generative conversational AI for research, practice and policy
- ↑ Wikipedia’s Moment of Truth
- ↑ ChatGPT can write code. Now researchers say it's good at fixing bugs, too
- ↑ AI is finally good at stuff, and that’s a problem
- ↑ "How Generative AI Can Augment Human Creativity"
- ↑ ChatGPT: What is the new free AI chatbot? - explainer
- ↑ No Linux? No problem. Just get AI to hallucinate it for you
- ↑ "What is ChatGPT? History, Features, Uses, Benefits, Drawbacks 2023"
- ↑ The Brilliance and Weirdness of ChatGPT
- ↑ New and improved content moderation tooling
- ↑ Introducing ChatGPT
- ↑ "Why large language models like ChatGPT are bullshit artists"
- ↑ ChatGPT can now search the web in real time
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.AI Chatbots Are Getting Better. But an Interview With ChatGPT Reveals Their Limits. ციტირების თარიღი: 2024-07-22
- ↑ "The Internet's New Favorite AI Proposes Torturing Iranians and Surveilling Mosques"
- ↑ ‘This song sucks’: Nick Cave responds to ChatGPT song written in style of Nick Cave
- ↑ [https://www.theredhandfiles.com/chat-gpt-what-do-you-think/ I asked Chat GPT to write a song in the style of Nick Cave and this is what it produced. What do you think?]
- ↑ Are AI-generated songs a ‘grotesque mockery’ of humanity or simply an opportunity to make a new kind of music?
- ↑ ChatGPT can match the top 1% of creative human thinkers, says new study
- ↑ ChatGPT and science: the AI system was a force in 2023 — for good and bad
- ↑ ChatGPT broke the Turing test — the race is on for new ways to assess AI
- ↑ Study finds ChatGPT’s latest bot behaves like humans, only better
- ↑ MP tells Australia’s parliament AI could be used for ‘mass destruction’ in speech part-written by ChatGPT
- ↑ Is ChatGPT ‘woke’? AI chatbot accused of anti-conservative bias and a grudge against Trump
- ↑ As conservatives criticize ‘woke AI,’ here are ChatGPT’s rules for answering culture war queries
- ↑ More human than human: measuring ChatGPT political bias
- ↑ As conservatives criticize ‘woke AI,’ here are ChatGPT’s rules for answering culture war queries
- ↑ A “QuitGPT” campaign is urging people to cancel their ChatGPT subscriptions
- ↑ Campaign Urges Users to Quit ChatGPT Over OpenAI’s Support for Trump and ICE
- ↑ Grassroots QuitGPT movement pushes for international ChatGPT boycott
- ↑ QuitGPT is going viral — 700,000 users are reportedly ditching ChatGPT for these AI rivals
- ↑ Generative AI Systems Tee Up Fair Use Fight
