„ჯი-თი გრუპი“ - 20 წელზე მეტი საქართველოს ბაზარზე!
კომპანიების ჯგუფმა საქმიანობა ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან ბაზარზე „ჯი-თი გრუპის“ სახელით პოზიციონირებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. დღესდღეობით კომპანია ლიდერ პიზიციებს ინარჩუნებს საქართველ��ში, მუდმივად ფართოვდება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციასა და საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას სთავაზობს.
ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას : „ჯი-თი მოტორსი“, „ევროპროდუქტი“, „ კოლხი“ და ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორებიცაა:
კომერციული, სამშენებლო, მუნიციპალური და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და სერვისი (Ford Trucks, IVECO, New Holland და სხვა).
მსუბუქი ავტომობილები - BMW, Ford, BYD, Mini, Land Rover, Jaguar, Suzuki.
GT Marine საზღვაო ტრანსპორტის წამყვანი ბრენდები, პრემიუმ კატარღები და თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები.
GT Vinea მეღვინეობა-მევენახეობა, ღვინის საწარმო ინვენტარი და დამხმარე საშუალებები.
საცხებ-საპოხი მასალები და პრემიუმ კლასის ზეთები (Castrol).
სიახლეების მუდმივი ძიება, სანდო პარტნიორობა და მომხმარებელზე ზრუნვა „ჯი-თი გრუპის“ წარმატების მთავარი ფორმულაა.
ჯი-თი გრუპი სტაბილურად განაგრძობს წინსვლას და საქმიანობის არეალის გაფართოებას. ბაზარზე არსებული
ჯი-თი გრუპი მუდმივად უსმენს მომხმარებლების საჭიროებებს და ახალი სეგმენტების ათვისებას
საქართველოს ავტომობილების ბაზარზე ელექტრომობილების მიმართულება წლიდან წლამდე სულ უფრო მოთხოვნადი